kinos istoari










იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ისტორიები ღარიბი და მუშა კლასის შესახებ, არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც. იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ძირითადი თემა ომისშემდგომი იტალიის მძიმე ეკონომიკური და მორალური ვითარება იყო, რაც აისახა იტალიელების კოლექტიური ფსიქოლოგიაზე. ყოველიდღიური ცხოვრების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც განპირობებული იყო დამარცხებით, სიღარიბითა და უკიდურესი გაჭირვებით. ჩინეჩიტა (კინოსტუდიათა კომპლექსი რომში - იტალიის კომერციული კინოს ცენტრი 1936 წლიდან) ლტოლვილთა მიერ იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა და განადგურებული ინფრასტრუქტურისა, კინოფილმების გადაღება სტუდიის გარეთ მაინც მიმდინარეობდა,

მიმდინარეობა განვითარდა კინოკრიტიკოსთა წრეში, რომელიც ჟურნალ "სინემას" ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის იყვნენ მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, ჯანი პუჩინი, ჯუზეპე დე-სანტისი და პეტრო ინგრაო. ვინაიდან პოლიტიკაზე წერა აკრძალული იყო (ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავად ვიტორიო მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ვაჟი იყო), კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ ე.წ. "ტელეფონო ბიანკო" ფილმებს, რაც იმ დროინდელ კინოინდუსტრიაში დომინირებდა. პოპულარული ფილმების მდარე ხარისხის დასაპირისპირებლად ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ იტალიური კინო საუკუნის დასაწყისის რეალისტ ავტორებს უნდა მიბრუნებოდა.

ნეორეალისტები ფრანგი პოეტური რეალისტების ძლიერ გავლენას განიცდიდნენ. მიქელანჯელო ანტონიონი და ლუკინო ვისკონტი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჟან რენუართან. ამასთან, მრავალი ნეორეალისტი კინორეჟისორი საკუთარ ხელწერას ავითარებდა კალიგრაფისტურ ფილმებზე მუშაობისას (ეს ხანმოკლე მიმდინარეობა აღმოჩნდა, თუმცა ნეორეალიზმისგან საკმაოდ განსხვავდებოდა). ნეორეალიზმის ელემენტები შეინიშნება ალესანდრო ბლასეტის ფილმებში და ფრანჩესკო დე რობერტისის დოკუმენტურ ფილმებში. ნეორეალიზმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი იყო "ტონი" (რენუარი, 1935) და "1860" (ბლასეტი,

სინემატოგრაფი (cinématographe) — კამერა, რომელიც მოიცავს კინოპროექტორსა და გადამღებ მოწყობილობას. გამოიგონეს 1890-იან წლებში.

გამომგონებლის ვინაობა საკამათოა. ერთი ვერსიით მოწყობილობა პირველად გამოიგონა და დააპატენტა როგორც "Cinématographe Léon Bouly" ფრანგმა გამომგონებელმა ლეონ ბულიმ 1892 წლის 12 თებერვალს. ბულიმ უსახსრობის გამო პირველ წელს პატენტის რენტა ვერ გადაიხადა და ლიცენზია მისგან ძმებმა ლუმიერებმა შეისყიდეს.

ზოგადი რწმენით პირველად იდეა ლუი ლუმიერს მოუვიდა, ხოლო პატენტი ორივე ძმამ გაიყო. მათვე შექმნეს აპარატისთვის პირველი ფილმი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière de Lyon, 1894 წელი). ფილმი საზოგადოებას წარმოუდგინეს ლ'ედენში, მსოფლიოს პირველ და უძველეს კინოთეატრში 1895 წლის 28 სექტემბერს.

პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა შედგა პარიზში 1895 წლის 28 დეკემბერს. მას ორგანიზება გაუწიეს



ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულის სინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიასარ წარმოადგენს.


Сообщения отсутствуют.
Сообщения отсутствуют.